საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს ვიყავი ერთი გრანტისა და სამი პროექტის ხელმძღვანელი, ოთხი პროექტის შემსრულებელი. მაქვს ერთი გამოგონება. ჩემი სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: 1. ექსპერტული სისტემები; 2. კომპიუტერული ქსელები; 3. ციფრული განათლება; 4. ოპერაციების კვლევის საკითხები. 2011-2017 წლებში ვიყავი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა "ინფორმატიკის" ხელმძღვანელი, 2018-2020 წლებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა "ინფორმატიკის" ხელმძღვანელი. ვკითხულობ ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: 1. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება; 2. დაპროგრამება .NET გარემოში; 3. მონაცემთა ბაზების დაპროექტება, 4. კომპიუტერული ქსელების პრობლემები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, 5. Object-oriented Programming – 1 (based on C++/C#), 6. Algorithmization Fundamentals and Programming Elements. ვკითხულობ ლექციებს ბიზნეს-ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. ვარ შემდეგი სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი: 1. სტუ-ს „IT-კონსალტინგის“ სამეცნიერო ცენტრის სარედაქციო-საგამომცემლო კოლეგია; 2. საერთაშორისო პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტი". ISSN 1512-0333. 3. შრომები. მართვის ავტომატიზებული სისტემები. ISSN 1512-3979. ვარ შემდეგი საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი: 1. Оргкомитет Муждународных научно-технических конферений проводимых научно-образовательным учреждением »Вектор науки». წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი 2018-2023 წლებში.


სამეცნიერო ინტერესები
  • 1. ექსპერტული სისტემები. 1.1. მართვის ინტელექტუალური სისტემის შემუშავება ჰიდროელექტრო-სად¬გუ¬რე¬ბის რეჟიმების ეფექტური მართვისათვის და შესაბამისი ცოდნის ბაზის შემუშავება. 1.2. ენერგოსისტემების სადღეღამისო ნორმალური რეჟიმების მართვის ექსპერტული სისტემის შემუშავება. 1.3. ექსპერტული სისტემის კვლევითი პროტოტიპის აგების პრინციპების, მეთოდე¬ბისა და საშუალებების შემუშავება ენერგოსისტემების რეჟიმების ეფექტური მარ¬თვი¬სათვის. 1.4. პეტრის ქსელების გამოყენება პროდუქციულ სისტემებში. პროდუქციულ წესებს შორის არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის ალგორითმების შემუშავება. 2. კომპიუტერული ქსელები. 2.1. სიმპლექს-არხში ინფორმაციის გადაცემის ეფექტური სიჩქარის უზრუნველყოფის ალგორითმების შემუშავება. 2.2. ვირტუალური კავშირების რეკონფიგურაციის ეფექტური მეთოდების შემუშავება ცვალებადი სტრუქტურის მქონე კომბინირებული ქსელებისათვის. 3. დისტანციური სწავლება და კომპიუტერული პედაგოგიკა. 3.1. ვიზუალების მეთოდებისა და ალგორითმების შემუშავება კომპიუტერული სწავლებისათვის. 3.2. იმიტაციური მოდელები და პეტრის ქსელები კომპიუტერულ სწავლებაში. 3.3. დისტანციური სწავლების მეთოდების შემუშავება.
  • 1. საინფორმაციო სისტემები.
  • 1. Expert systems. 1.1. Development of an intelligent management system for efficient management of hydro-electric power plants and development of a relevant knowledge base. 1.2. Development of an expert system for managing day-to-day normal modes of energy systems. 1.3. Development of principles, methods and means of building a research prototype of an expert system for effective management of power system modes. 1.4. Using Petri nets in production systems. Development of algorithms for resolving conflicts between production rules. 2. Computer networks. 2.1. Development of algorithms for ensuring effective speed of information transfer in a simplex channel. 2.2. Development of effective methods of virtual connection reconfiguration for combined networks with variable structure. 3. Distance learning and computer pedagogy. 3.1. Development of visual methods and algorithms for computer learning. 3.2. Simulation models and Petri nets in computer learning. 3.3. Development of distance learning methods.