ნინო ბერაია
ნინო ბერაია

ბერაია ნინო ოლეგის ასული დაიბადა 1971 წლის 14 მაისს ქ. თბილისში. 1990 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სპეციალობაზე “საინფორმაციო-საზომი ტექნიკა”, რომელიც წარჩინებით დაამთარა 1995 წელს. 1996 წლიდან გააგრძელა სწავლა იმავე სპეციალობით მაგისტრატურაში და 1998 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია.

1995 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში, 1998 წლიდან მუშაობდა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის ასისტენტად.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “მეორე რიგის სპეციალურად ორიენტირებული არასიმეტრიული გეგმების დამუშავება”, 1999 წლიდან მუშაობდა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის დოცენტად.

2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “მეორე და მესამე რიგის ეკონომიური კომპოზიციური გეგმების კვლევა”. 2006 წელს არჩეულ იქნა სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საზომი ტექნიკის, ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრაზე.

პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ბერაია ავტორია 6 მონოგრაფიის, 80 სტატიის (მათ შოორის საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 19 სტატიის), 10 დამხმარე სახელმძღვანელოს და 2 ნაბეჭდი ლექციების კონსპექტისა.

კვლევის ინტერესები: ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვა

სამეცნიერო ინტერესები
  • ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვა