ლალი ტოკაძე
ლალი ტოკაძე

ტოკაძე ლალი

ტოკაძე ლალი შოთას ასული დაიბადა 1969 წლის 20 იანვარს ქ. სენაკში. 1986 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი სპეციალობით: საინფორმაციო საზომი ტექნიკა.

1992 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კთედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. 1993 წლიდან 2013 წლამდე კი მუშაობდა ინჟინერ-პროგრამისტის, მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის თანამდებობებზე სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტში.

2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „გამოსახულებათა ვეივლეტ და სხვა შეკუმშვის მეთოდების კვლევა და გამოყენება სამედიცინო ამოცანების გადაწყვეტისას“ და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2013 წელს არჩეული იქნა ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტში.

2017 წელს არჩეული იქნა ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში.

ასისტენტ პროფესორი ლალი ტოკაძე ავტორია 16 სტატიის (მათ შორის საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 6 სტატიის), 3 დამხმარე სახელმძღვანელოს და 1 ნაბეჭდი ლექციების კონსპექტისა.

კვლევის ინტერესები: ინფორმაციის (გამოსახულებების) დამუშავება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვა;