ია მოსაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ასევე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი. იგი არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უსდ-ების ავტორიზაციის ექსპერტი, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი ინჟინერიის მიმართულებით (კომპიუტერული ინჟინერია; ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები). 2008 წლიდან ია მოსაშვილი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო საგრანტო პროექტებში, როგორც პროექტების კოორდინატორი და ძირითადი შემსრულებელი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" ფარგლებში, ის გახდა "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018"-ის მფლობელი, როგორც წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი.
კვლევის ინტერესები:
ციფრული სისტემები, ჩაშენებული სისტემები, სამრეწველო ავტომატიზაცია.
- ციფრული სისტემები
- ჩაშენებული სისტემები
- სამრეწველო ავტომატიზაცია