ეკატერინე ბოჭორიძე

ეკატერინე ბოჭორიძე დაიბადა 1976 წლის 5 ივნისს ქ. რუსთავში.

დაამთავრა ჟიული შარტავას სახელობის ქ. რუსთავის №4 საჯარო სკოლა.

1993 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.

1997 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სპეციალობაში ,,ბიო-სამედიცინო აპარატები და სისტემები“ (წარჩინებით).

2000 წელს მიენიჭა სამედიცინო ტექნიკის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით).

2012 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი თემაზე "სიმპლექსზე გეგმების მახასიათებლების კვლევა კომპონენტების გაზომვათა განუსაზღვრელობის პირობებში".

2001 – 2012 წლებში მუშობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრაზე.

2012 - 2021 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში.

2021 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბოჭორიძე ავტორია: 1 მონოგრაფიის, 22 სტატიის (მათ შორის საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 9 სტატიის), 4 დამხმარე სახელმძღვანელოსი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვა
  • ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები