ოთარ ქართველიშვილი
ოთარ ქართველიშვილი

1960 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,, განაწილებით, დავიწყე მუშაობა თფილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტში, სადაც ვმონაწილეობდი გამოთვლითი სისტემის შექმნაში, როგორც შემსრულებელი.1961 წელს მიმიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახლად გახსნილ ავტომატიკისა და გამ0&ვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიაში უფროს ინჟინრის თანამდებობაზე,, სადაც სრულდებოდა სამუშაოები წარმოების სხვადასხვა დარგში გამოთვლითი სისყემების დანერგვასთან დაკავDშირებულ პრობლემებზე. ვმონაწილეობდი სხვადასხვა თემებში,როგორც დამმუშავებელი და თემის ხელმძღვანელი. 1973 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ გადაყვანილი ვიყავი გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე უფროსი მასწავლებლის და შემდეგ არჩეული დოცენტის თანამდებობაზე.შემდეგ ამირჩიეს ქსელებისა და სისტემების კათედრის ასსოცირებულ პროფეს0რდ. 2009 წლიდან ვარ კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი. კათედრაზე ყოფნის განმავლობაში პედაგოგიური მუშაობის პარალერულად ვასრულებ სამეცნიერო მუშაობას. ჩემი ინიციატივით და ხელმძღვანელობით შეიქმნა სტუდენთთა საკონსტრუქტორო ბიურო,, სადაც წლობის განმავლობაში მუშავდებოდა გამოთვლითი ტექნიკის საკითხებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თემატიკა, კათედრის ზოგიერთი თანამშრომლისა და სტუდენტების მონაწილეობით.. ჩემ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს კომპუტერისა და მიკროპროცესორული სისტემების პროექტირება, გადამრთველი სქემების თეორია.აღნიშნული თემატიკის ირგვლივ გამოქვეყნებული მაქვს რიგი სატატიებისა, 14 წიგნი, და მოხსენებები კონფერენციებზე. 2009 წელს დაჯილდოვებული ვიყავი "ღირსების ორდენით", 2009 წელს გადმომეცა უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი. ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) .

სამეცნიერო ინტერესები
  • კომპუტერის დაპროექტება
  • მიკროპროცესორული სისტემები(ჩაშენებული სისტემები)
  • გადამრთველი სქემების თეორია (სასრულო ავტომატები)