დავიბადე 1963 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში. 1980 წ. დავამთავრე ქ. თბილისის №35 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს ვ. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სატრანსპორტო ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1985 წ. სპეციალობით ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე და მომენიჭა მიმოსვლის გზათა ელექტრიკოსის კვალიფიკაცია (დიპლომი КВ №154839).

2004 - 2011 წწ. ვმუშაობდი შპს „საქართველოს რკინიგზის“, გამოთვლით ცენტრში, ჯერ პროგრამისტად შემდეგ სისტემურ ადმინისტრატორად და ბოლოს სისტემაში ინციდენტების აღრიცხვისა და მათზე რეაგირების ადმინისტრატორად.

პარალელურად, 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ვმუშაობდი „ოპერაციული სისტემებისა“ და „კომპიუტერული ქსელების“ პედაგოგად საზოგადოებრივ კოლეჯ “IT აკადემია“-ში.

2012 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში, პროექტი „კანონის უზენაესობის ინიციატივა“ (ABAROLI), სადაც ვასრულებდი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის მოვალეობებს.

2013 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ჯერ მოწვეულ პედაგოგად, მერე უფროს მასწავლებლად და შემდეგ კი ამავე ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერის დეპარტამენტის ასისტენტად. მაქვს გამოქვეყნებული 6 სამეცნიერო ნაშრომი და ვარ დამხმარე სახელმძღვანელოს თანავტორი

სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, ვსწავლობ კლასტერულ სისტემებზე და გრიდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ზედიდ მონაცემთა ბაზების დაპროექტების, აგებისა და მათი მდგრადი მუშაობის საკითხებს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2018 წელს, სამთვიანი კონტრაქტით ვმუშაობდი საერთაშორისო ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ქ. დუბნა, რუსეთი) საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიის ჰიბრიდული კლასტერის საგარეო კომუნიკაციების განყოფილებაში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ანალიტიკური და კომპიუტერული მოდელირება
  • ხელოვნური ნეირონული ქსელები, მანქანური დასწავლა, კვანტური ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტი
  • კომპიუტერული ქსელები და სისტებები
  • კლასტერები და გრიდ სისტებები
  • რთული სისტემების ანალიზი