ნუგზარ ყავლაშვილი

დავიბადე ქ. თბილისში 1947 წელს. 1965 წელს დავამთავრე ქ. თბილისი 51-ე საშუალო სკოლა. 1970 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით - „ნახევარგამტარები და დიელექტრიკები“, მონიჭებული მაქვს ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაცია. 1980 წელს ქ. მოსკოვში ს. ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ინსტიტუტში დავიცავი დისერტაცია თემაზე „ფოტომაგნიტოდიოდიანი ოპტრონის დამუშავება და გამოკვლევა“ სპეციალობით 05.13.05. 1986 წელს მომენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება. 2007 წელს არჩეული ვიყავი საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრკორესპოდენტად, ხოლო 2011 წელს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. ვარ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, აგრეთვე ჟურნალ „მეცნიერბა და ტექნოლოგიების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამჟამად ვარ სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი და სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • დიდდენიანი ტექნოლოგიური პროცესების ენერგეტიკული პარამეტრების კონტროლის მოწყობილობების და მართვის სისტემების დამუშავება; სუსტი მაგნიტური ველების მოდელირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების და სისტემების დამუშავება; დიდი მოცულობის ობიექტებისათვის ხელოვნური მიკროკლიმატის კონტროლისა და მართვის სისტემის დამუშავება; მაგნიტომგრძნობიარე ოპტიკურბოჭკოვანი გამზომი გარდამქმნელების დამუშავება.