ოლღა ხუციშვილი
ოლღა ხუციშვილი

დაიბადა ქ. თბილისში 29.09.1969 წ. 1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 113-ე საშუალო სკოლა. 1986 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ეროვნული სტიპენდიანტი.1991-1995 წლებში სწავლობდა სტუ-ს ასპირანტურაში, დაამთავრა წარჩინებით.

2001 წელიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ( დიპლომი #002776). სპეციალობით „მართვა ტექნიკურ სისტემებში“. 2004 წელიდან მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება (ატესტატი #001098). 2003-2005 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო II ხარისხის დიპლომით.

საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი 2009 – 2019 წლებში, 2019 წლიდან საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი 2014 წლიდან დღემდე. 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა პროფე­სი­ული განვითარების ცენტრისა და აიოვას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­­­­ტის (აშშ) სწავლებისა და სწავლის ცენტ­რი­ს ტრენერი (პროგრამა "კომუნიკაცია და კოგნიცია").

გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია, 21 სახელმძღვანელო და 37 სამეცნიერო სტატია. მონაწილეობა აქვს მიღებული 19 სამეცნიერო კონფერენციასა და 4 საგრანტო პროექტში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები, პერსონალური გამოყენების სისტემები
  • ვებ-სერვისები და ღრუბლოვანი გამოთვლები
  • ოპტიმალური მართვის თეორია
  • ეკონომიკური პროცესების მოდელირება
  • მართვის სისტემების მოდელირება