Ph.D. and Dr.Sci. in Complex Systems Control and Management. Has a long experience of reliability and performability analysis, mathematical modeling and optimization of such systems. Among them, from 1979 to 1987 he was actively participating in the design of the territorially distributed management system of the Soviet Union’s armed forces.


ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი რთული ტექნიკური სისტემების მართვის დარგში.

1973 წელს დააამთავრა თბილისის სახელმწიფო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1973-1979წწ. ავტომატიზაციის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1986წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "რადიანის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კათედრის პროფესორი; 2001 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სისტემური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უმაღლესი მათემატიკისა და ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის პროფესორი; 2004 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დირექტორი; 2005-2006წწ. სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი; 1 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აშშ, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცემებში. არის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ინტერნეტ-აკადემიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. პირველი ქართული ელექტრონული გამომცემლობის და საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალ "კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში "კათოლიკური მისიები საქართველოში". პროფესორი. 

სამეცნიერო ინტერესები
  • საიმედოობის მათემატიკური თეორია (Mathematical Theory of Reliability)
  • რთული სისტემების მათემატიკური მოდელირება (Mathematical Modelling of Complex Systems)
  • რიგების თეორია (Queuing Theory)