ნანი არაბული 1998 წლიდან ეწევა სამეცნიერო-სასწავლო საქმიანობას. განხორციელებული აქვს ათობით პროექტი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს მაგისტრებს და დოქტორანტებს. ასევე აქვს მონაწილეობა მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო.
მას აქვს სამეცნიერო პროექტების წარმართვისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. 2009 წლიდან არის Cisco Network Academy-ის საერთაშორისო სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და Check Point CCSA Cyber Security ინსტრუქტირი.
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, IoT სისტემების და უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურად კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრენინგებს, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან. მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს უნივერსიტეტებში ათეულობით პროგრამის განვითარება (სამივე დონეზე - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მან კარგად იცის პროგრამის მიზნების და შედეგების შეფასების კრიტერიუმები, აქვს ურთიერთობები დამსაქმებლებთან და მათი ჩართულობით ახორციელებს სტუდენტების დასაქმებას, პრაქტიკას და ბაზარზე მოთხოვნადი კურსების შეთავაზებას სტუდენტებისთვის. მას აქვს პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში პროგრამების/სტანდარტების შექმნის დიდი გამოცდილება.
- კიბერუსაფრთხოება
- კომპიუტერული ქსელები