საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ ამავე უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში დაკავებული მქონდა ინჟინრის, პროგრამისტის, დოცენტის, ასოცირებული პროფესორის და პროფესორის თანამდებობები.

ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, გრანტების მონაწილე, კოორდინატორი და ხელმძღვანელი, 3 მონოგრაფიის ავტორი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვასწავლიდი არაერთ საგანს. ვმუშაობ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტეტან.

ჩემი კვლევების სფეროს განეკუთვნება: კომპიუტერული სისტემების, სისტემური ანალიზი.კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, კლასტერული სისტემებისა და გრიდ სისტემების დაგეგმარება, ანალიტიკური და იმიტაციური მოდელირების ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე დიდი ორგანიზაციული სისტემების კვლევა


სამეცნიერო ინტერესები
  • დიდმასშტაბიანი სისტემები
  • კომპიუტერული სისტემები და ქსელური ტექნოლოგიები