ლევან ვახტანგის ძე ფირყულაშვილი - დაიბადა 1985 წლის 8 მაისს, ქალაქ თბილისში, მასწავლებლების ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქ. საგარეჯოს №2 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობდა 1991-2002 წლებში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სავლას აგრძელებს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სპეციალობით სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2006 წელს და იმავე წელს აღნიშნული პროფესიით სწავლა გააგრძელა სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006-2008 წლებში მუშაობდა თემაზე: „ფოლადის კოლონების დინამიკური მდგადობა სეისმური ზემოქმედების პირობებში“. მან წარაჩინებით დაასრულა მაგისტრატურა 2008 წელს და მიენიჭა მშენებლობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2009-2013 წლებში სწავლობდა სტუ-ს დოქტურანტურაში და მუშაობდა სადისერტაციო თემაზე: „შენობა-ნაგებობების გადახურვის ახალი ტიპის წინასწარდაძაბული რეგულარული (სტრუქტურული) სივრცითი კონსტრუქციის გაანგარიშება და კონსტრუირება“. დისერტაცია წარმატებით დაიცვა 2013 წელს და მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში.
2010-2013 წლებში ლევან ფირყულაშვილი მუშაობდა სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე.
2013 წლიდან დღემდე იგი მუშაობს სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიის და საშენი მასალების დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
ლევან ფირყულაშვილი 2013-2016 წლებში არის ორი გამოგონების თანაავტორი. „გეგმაში ოთხკუთხა ფორმის ნაგებობის გადახურვის წინასწარდაძაბული სივრცითი კონსტრუქცია“ და „წინასწარდაძაბული ჩარჩოვანი კონსტრუქცია“.
- თანამედროვე ტექნოლოგიები შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობის ასამაღლებლად;
- შენობა-ნაგებობების გაანგარიშების საკითხები სეისმურ ზემოქმედებაზე სეისმოიზოლატორების გათვალისწინებით;
- შენობა-ნაგებობების მათემატიკური მოდელირება და ოპტიმიზაციის საკითხები საიმედოობის თეორიის გათვალისწინებით.