დავიბადე 1950 წლის 28 ოქტომბერს ზესტაფონის რ.-ის სოფელ ქვედა საზანოში. 1967 წელს დავამთავრე სოფ. ქვედა საზანოს საშუალო სკოლა. 1974 წელს დავმთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. 1974-1996 წლებში ვმუშაობდი კავკასიის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრის, მთავარი ინჟინრის, საკვლევ-საძიებო პარტიის უფროსის, ექსპლოატაციის უფროსის, დაპროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე.
1996-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის დირექციის მთავარი ინჟინრის, დირექციის უფროსის, სამეცნიერო- ტექნიკური სამსახურის უფროსის, რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის და გენერალური დირექტორის (სამშენებლო და სალიანდაგო მეურნეობის) დარგში უფროსი მოადგილის, ინფრასტრუქტურის დირექტორის თანამდებობებზე .
1991 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის, ამჟამად ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 1991 წელს მოსკოვის რკინიგზის ინსტიტუტში დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2016-2018 წლებში ვმუშაობდი შპს. ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზაში" სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მიღებული მაქვს მონაწილეობა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის ახალი რკინიგზის დაპროექტებაში და მშენებლობაში, კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის (თბილისი-ვლადიკავკაზის) პროექტირებაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალის რკინიგზის დაპროექტებაში, სამტრედია-ზესტაფონი-ხაშური-თბილისის მეორე ლიანდაგების დაპროექტებაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევლახ-ბელექანის და აგდამ-სტეპანაკერდის ახალი რკინიგზის ხაზის დაპროექტებაში, აგრეთვე ბევრ სხვა პროექტში.
გამოქვეყნებული მაქვს 59 სამეცნიერო სტატია, ერთი მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო და 1 მეთოდური მითითება.
- რკინიგზების დაპროექტება და მშენებლობა რთულ მთიან პირობებში
- მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების პირობები
- რკინიგზების წარმოშობის და მშენებლობის ისტორია
- მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორია
- რკინიგზების კვლევა-ძიების და დაპროექტების მეთოდები და საშუალებები