საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1971 წლიდან დავიწყე მუშაობა ამავე ინსტიტუტის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრაზე ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სექტორის ხელმძღვანელად,ასისტენტად, უფროს მასწავლებლად. 1985 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ ვიყავი იმავე კათედრის უფროსი მასწავლებელი და შემდეგ დოცენტი. 2006 წლიდან ვმუშაობდი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჯერ ასოცირებულ, ხოლო შემდეგ სრულ პროფესორად. ამჟამად ვიკავებ ზემოაღნიშნული ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დაპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. ვკითხულობ ლექციებს დისციპლინებში: გადაცემის რადიოსარელეო და თანამგზავრული სისტემები; მობილური კავშირის 5G და მომდევნო თაობების სისტემები. მყავს მაგისტრანტები და დოქტორანტები, რომლებიც ასრულებენ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს უსადენო (მობილური და ფიქსირებული) ტელეკომუნიკაციის აქტუალურ საკითხებში.
პარალელურად პედაგოგიური საქმიანობისა მუდმივად ვაწარმოებ პრაქტიკული ხასიათის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, 1977 -2002 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ციფრული სატელევიზიო სისტემების დაპროექტების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში. სადაც ვიკავებდი ჯერ სექტორის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობას. ლაბორატორიაში შესრულებულ იყო რიგი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა გამოსახულებათა ციფრულ ფორმაში წარმოდგენისა და დამუშავების ხაზით.
1997 წლიდან ვმუშაობ ასევე შპს „მაგთიკომში“, სადაც ვიკავებ გადაცემის სისტემების განვითარებისა და დანერგვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. ჩემი ხელმძღვანელობით მაგთიკომში შეიქმნა ტელეკომუნიკაციის განტოტვილი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც გამოირჩევა დაზიანებებისადმი მაღალი მდგრადობით. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს საკვანძო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა, მაგთიკომის მობილური კავშირის ქსელი გამართულად ფუნქციონირებდა და ქვეყნის რიგ რეგიონებში კავშირის ერთადერთი საშუალება იყო.
- სიგნალების დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების კვლევა მობილური კავშირის სისტემებში მათი გამოყენების მიზნით. კვლევების ჩატარება მობილური კაშირის ქსელების დაპროექტებისა და და ოპტიმიზაციის მეთოდების სრულყოფის მიზნით.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები