ამირანი ბუქსიანიძე

ამირან ბუქსიანიძე

დავიბადე 1950 წლის 3 თებერვალს. 1966 წელს დავამთავრე დიმის საშ. სკოლა. 1966-1971 ვსწავლობდი ქუთასისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მომენიჭა მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1971 წელს დავიწყე მუშაობა ქ. ტყიბულის სახალხო განათლების სისტემაში სკოლის მასწავლებლად. პარალელურად ვმუშაობდი სპი-ს N 63 მათემატიკის კათედრაზე ტყიბულის ფილიალში. 1976 წელს საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავედი ქ.თბილისში. ვმუშაობდი პირველ საშუალო სკოლაში. 1978 წელს კონკურსით მუშაობა დავიწყე ასისტენტად სპი-ს N 63 კათედრაზე. ვმუშაობდი მათემატიკის სხვსდასხვა კათედრებზე და 2000 წლიდან ვმუშაობ N 7 მასალათა გამძლეობის და დრეკადობის თეორიის კათედრაზე.

1989 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია მომანიჭეს მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1999 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია მომანიჭეს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

მონაწილეობას ვღებულობდი ადგილობრივ და სააერთაშორისო კონფერენციებში

2005 წელს ამირჩიეს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2007 წელს ამირჩიეს პედაგოგიკის აკადემიის წევრად.

გამოქვეყნებული მაქვს სამოცამდე სამეცნიერო სტატია, 1 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო მათემატიკასა და მექანიკაში.

ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი

ჩემი ინტერესებია: მუსიკა, ხატვა, მოგზაურობა

სამეცნიერო ინტერესები
  • ცვლადკოეფიციენტებიანი წრფივი დიფერენციალური განტოლებების სისტემისათვის მატრიცანტის აგების რიცხვითი ალგორითმის დამუშავება