მანანა ნოზაძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს 1999 წლიდან უფროსი მასწალებლის, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე, ამჟამად საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორია. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე სანიაღვრე წყალარინების საპროექტი სისტემებში წვიმის საანგარიშო პარამეტრების განსაზღვრის მეთოდის დამუშავება. არის სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის ავტორი. კითხულობს ლექციებს საინჟინრო გრაფიკაში, მხაზველობით გეომეტრიაში, კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკა AutoCAD-ში და სამშენებლო ხაზვაში.



სამეცნიერო ინტერესები
  • ასისტენტ პროფესორი - მანანა ნოზაძის ინტერესების სფეროს წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები და მათი სასწავლო პროცესში დანერგვა, ამ მიმართულებით აქვს გამოქვეყნებული სტატიები AutoCAD-ის უახლეს ვერსიებში. ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტები სპეციალობების მიხედვით შეისწავლიან კომპიუტერულ პროგრას ისეთებს როგორიცაა: Autodesk AutoCAD-ს, მისი მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს სრულფასოვნად აითვისონ სპეციალობის შესაბამისი კომპიუტერული საინჟინრო პროგრამები.