1977 წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად სტუ), სამთიო-გეოლოგიურ ფაკულტეტის სპეციალობაზე "სასრგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიური აგეგმვა, ძებნა და ძიება", რომელიც 1982 წელს წარჩინებით დავამთავრე კვალიფიკაციით სამთო ინჟინერ-გეოლოგი. 1982 წელს წარჩინებით დავამთავრე სპი-ის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი და მომენიჭა ინგლისური ენის სამეცნიერო-ტექნიკური მთარგმნეკლის საზიგადოებრივი პროფესია. ამავე წელს გავხდი სპი-ს მინერალოგიისა და პეტროფრაგიის კათედრის ასპირატნი. 1987 წელს დავიცავი საკანდიდატო ნაშრომი თემაზე "თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის ცარცული ცეოლითშემცველი ვულკანოგენურ-დანალექი ქანების პეტროლოგია".1985 წლიდან ვკითხულობ ლექციებს. 1993წ. მოსკოვის ნაციონალურმა გემოლოგიურმა ცენტრმა მომანიჭა ექსპერტ-გემოლოგის კვალიფიკაცია. 1995წ. Deutsche Gemmologische Gesellschaft -ის პოლონეთის ფილიალში მომენიჭა კვალიფიკაცია «ბრილიანტის შემფასებელი».1998წ. მოვიღე ამერიკის გემოლოგიის ინსტიტუტის GIA დიპლომები Colored Stones Graduate, Diamonds Graduate და წოდება Graduate Gemologist (G.G). ვარ GIA Alumni Association წევრი 1998 წლიდან. შევადგინე ორიგინალური პროგრამები «ძვირფასი ლითონები» და «ძვირფასთვლიანი საიუველირო ნაწარმის შეფასება» და 1998 წლიდან - 2012 წლამდე (სტუ-ს ბაზაზე) პირადად უძღვებოდი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ბანკებისა და ლომბარდების შემფასებელთათვის, კურსები დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც ექსპერტ-გემოლოგი ვმონაწილეობ ინტერდისციპლინურ პროექტებში, ვთანამშრომლობ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და ეროვნულ მუზეუმთან.
- მინერალოგია - მინერალწარმოქმნა და მინერალური ნივთიერების გარდაქმნა განსხვავებულ გეოლოგიურ გარემოში და სხვადასხვა სედიმენტაციურ აუზებში; მინერალური ინდიკატორები და ტოპომინერალოგიური აგეგმვა;დაბალი და ძალიან დაბალი მეტამორფიზმის მინერალური კრიტერიუმები; ცეოლითები ვულკანოგენურ-დანალექ ქანებში
- გემოლოგია - ზრდის მოვლენები სპეკალებში; სპეკალთა იდენტიფიკაცია.
- ბუნებრივი ორგანული ნივთიერების გეოქიმია და იზოლირებული ნახშირის სხეულების (მათ შორის გიშრის) პეტროგრაფია, ტაქსონომეტრია, მოლეკულური სტრუქტურა და განაწილების კანონზომიერება
- სედიმენტოლოგია - ნელქდაგროვების აუზების ფორმირების დინამიკა
- დანალექი ქანების პეტროგრაფია
- ვულკანოლოგია - ვულკანოგენურ-დანალექი და პიროკლასტური ქანები
- მერქნის ფოსილიზაციის პროდუქტები სხვადასხვა გეოლოგიურ გარემოში და პალეოქსილოლოგია.
- არქეოლოგიური არტეფაქტების და სამუზეუმო ექსპონატების მინერალური შედგენილობის კვლევა