ზურაბ ციცქიშვილი
ასოცირებული პროფესორი-საინჟინრო მექანიკა
ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფერო ეხება ჰიდრომექანიკის ამოცანებს, კერძოდ, გრუნტის წყლების მოძრაობის (ფილტრაცია) შესწავლას.
ჩემს შრომებში განხილულია და ამოხსნილია ნაწილობრივ უცნობ საზღვრიანი ფილტრაციის ამოცანები. ამოხსნის დროს პრიორიტეტი ენიჭება ჰიდრომექანიკის მეთოდებს. ვიყენებთ კომპლექსური ცვლადის ფუნქციებს, რომლიც გულისხმობს ქრისტოფელ-შვარცის ფორმულის გამოყენებას.გრუნტის წყლების მოძრაობა ემორჩილება დარსის კანონს, ხოლო თვითონ გრუნტი ითვლება ერთგვაროვანად და იზოტროპულად, ამოხსნის შემდეგ მიღებულია სითხის მოძრაობის ყველა კინემატიკური და მექანიკური მახასიათებლების გამოსათვლელი ფორმულები. მათი გამოყენება შესაძლებელია ჰიდრომექანიკაში, ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში (დამბები და კაშხლები), მელიორაციაში (ნიადაგის ამოშრობა, ირიგაცია) წყალმომარაგებაში (საინფილტრაციო მოედნების ანგარიში, წყალშემკრები გალერებიის დებიტის გამოთვლა).
ასევე მაინტერესებს არანიოტონური სითხეების სასაზღვრო საკონტაქტო ამოცანების შესწავლა მაგნიტური ველის მოქმედების გათვალისწინებით,.
ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფეროს განეკუთვნება წყალმომარაგების და წყალარინების ამოცანების, გრუნტის ფერდობებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის საკითხები.
კვლევის ინტერესები: გრუნტის წყლების მოძრაობა დარსის კანონით, არანიოტონური სითხეების სასაზღვრო ამოცანები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის საკითხები. მიწისზედა და მიწისქვეშა წყლების ეკოლოგიის საკითხები.
- მიწისზედა და მიწისქვეშა წყლის რესურსების მართვის სისტემური მიდგომის ამოცანები
- მიწისქვეშა წყლების ფილტრაცია, არანიუტონური სითხეების სასაზღვრო ამოცანები.