მე, გივი გოლეთიანი დავიბადე 1948.08.09 ქ.თბილისში. 1966 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.თბილისის მე-17 საჯარო სკოლა. 1972 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მომენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. 1978 წელს დავამთავრე ოდესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა, დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1972-80 წლებში ვმუშაობდი კომბინირებული საკვების საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უმცროს, უფროს მეცნიერ მუშაკად, ლაბორატორიის გამგედ. 1980-82 წლებში ვმუშაობდი საქართველოს დამზადების სამინისტროში ტექნიკური სამმართველოს უფროსად. 1982-84 წლებში ვმუშაობდი ქ.თბილისის სახალხო დეპუტატთა საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - ტერიტორიულ დარგთაშორისი გაერთიანების უფროსად. შემდგომ მუშაობა განვაგრძე კერძო სექტორში. კერძოდ: სააქციო საზოგადოება "სიმი"-ს გენერალურ დირექტორად. სააქციო საზოგადოება "ვიტა"-ს მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოს კვების პროდუქტების კომპანია "პანტას" გენერალურ დერექტორად.
1995 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად, სრულ პროფესორად, პროფესორად. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მენეჯერი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
- სათბობ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ენერგიის წყაროების წარმოქმნის ახალი ტექნოლოგიების დამუშავება,კერძოდ, ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან გრანულირების და ბრიკეტირების ტექნოლოგიის დახვეწა
- ბრიკეტირების მობილური მოძრავი ტექნოლოგიური ხაზის შექმნა