სერგო შავგულიძე

1980 წელს მოვიპოვე დიპლომი წარჩინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, 1984 წელს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საბჭოთა კავშირის მართვის პრობლემების ინსტიტუტიდან (მოსკოვი) და 1991 წელს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი საბჭოთა კავშირის ინფორმაციის გადაცემის პრობლემათა ინსტიტუტიდან (მოსკოვი). 1980 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 1995-2006 წლებში ვიყავი ციფრული კავშირის თეორიის კათედრის გამგე, ხოლო ამჟამად ვარ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. 2007-2013 წლებში არჩეული ვიყავი სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. 1993-2024 წლებში ვიკავებდი სხვადასხვა კვლევით პოზიციას შვედეთის ლინჩოპინგისა და ლუნდის, გერმანიის დარმშტადტის, კონსტანცის და ულმის, დანიის ლინბიუს და დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტში. 2007-2008 წლებში ვიყავი ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამის საინფორმაციო და კომუნიკაციების უსაფრთხოების პანელის ასოცირებული წევრი. რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე RA-2015 და RA-2019 არჩეული ვიყავი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის (ITU-R) მე-5 შემსწავლელი ჯგუფის (ტერესტრიალური სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ. 2023 წლიდან 4 წლის ვადით არჩეული ვარ ITU-R-ის მე-7 შემსწავლელი ჯგუფის (სამეცნიერო სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ. გამოქვეყნებული მაქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის პრესტიჟულ და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო გამოცემებში. 2006 წელს მიღებული მაქვს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო ინოვაციურ ტექნოლოგიებში საუკეთესო პროექტისთვის. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გადმომეცა განსაკუთრებული მადლობის სიგელი „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმის - ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში თანამშრომლობისა და უპრეცენდენტო მხარდაჭერისათვის“. 2016 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დამაჯილდოვა საპატიო სიგელით „ტელეკომუნიკაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის“. 2023 წელს გადმომეცა ITU-ს გენერალური მდივნის მადლობის სერტიფიკატი ITU-R-ის მუშაობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. დაჯილდოებული ვარ ღირსების მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2013). 

 

სამეცნიერო ინტერესები
  • კოდირებისა და მოდულაციის თეორია
  • მრავალანტენიანი სისტემები