ჩემ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, პრაქტიკული არქიტექტურული საქმიანობა და პედაგოგიური მოღვაწეობა. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის კუთხით დაინტერესებული ვიყავი მაღლივი შენობების დაპროექტების თავისებურებებით, რაზედაც გავაკეთე და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. ასაევე მეცნიერულ სფეროს ინტერესებს შეადგენს ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის და არქიტექტურული აკუსტიკის საკითხები. ამ დისციპლინებს, არქიტექტურული ფიზიკის სასწავლო კურსის ფარგლებში, ვასწავლი არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, აგრეთვე სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლი არქიტექტურულ კონსტრუქციებს, ინდივიდუალური და მრავალსართულიანი სახლებისთვის.
პრაქტიკული არქიტექტურული საქმიანობა გამოიხატება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების პროექტების შექმნაში. მრავალი მათგანი განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი, დაკავებული ვარ, აგრეთვე საზოგადოებრივი საქმინობით, ვარ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.
- ქალაქგეგმარებითი კლიმატოლოგია; ინსოლაცია და მზისგან დაცვა; ბუნებრივი განათებულობა; არქიტექტურული აკუსტიკა; მდგრადი არქიტექტურა და შენობების ენერგოეფექტურობა
- მაღლივი შენობების დაპროექტების პრინციპები