მე, ნიკოლოზ აბზიანიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვმოღვაწეობ ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტში 1991 წლიდან თავდაპირველი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა დაკავშირებული იყო ვიდეო გამოსახულებათა კოდირება-დეკოდირების მეთოდების კვლევებთან შეკუმშვის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით. შეფასების კრიტერიუმად აღებული იყო როგორც სუბიექტური შეფასება ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები, როგორებიცაა სხფპ )სიგნალის ხმაურთან ფარდობის პიკური მნიშვნელობა) და ნსკგ (ნორმირებული საშუალო კვადრატული გადახრა). კვლევის შემდეგ ეტაპზე განხორციელდა გამოსახულებათა კოდირების ეფექტურობს გამოკვლევა სხვადასხვა ტიპის, კერძოდ ერთეულოვანი და პაკეტური ტიპის ხელშეშლების ზემოქმედების პირობებში. ამჟამად კვლევის ობიექტს წარმოადგენს ფრაქტალური ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლა სატელეკომუნიკაციო ქსელებში დატვირთვების დაბალანსების კუთხით.
- ვიდეო გამოსახულებების კომპრესიის მეთოდები
- ფრაქტალური ტექნოლოგიების გამოყენება ინფოსატელეკომუნიკაციო ქსელებში
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები