ასოცირებული პროფესორი

საქართველოს ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხე მაქვს ნანახი. ფეხით მაქვს შემოვლილი მთიანი რეგიონები. დავდივარ ლაშქრობებში და ვაწყობ ტურებს სტუდენტებისთვის. ნამყოფი ვარ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - თურქეთში, რუსეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ბელორუსიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და სხვა. მიყვარს წიგნების კითხვა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ტურიზმის გეოგრაფიის, საერთაშორისო ტურიზმის, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების და ტურისტული კლასტერების შესწავლა
  • მონაწილეობას ვიღებ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, სადაც წარდგენილი მაქვს თემა: „აჭარის მთიანი ზონის ტურისტული პოტენციალის შეფასება ველნეს ტურიზმის განვითარებისთვის“.