თეა მათითაიშვილი, ასოცირებული პროფესორი - ჩემი ჯგუფი ანხორციელებს ახალი მაკროციკლური აზომეთინური საღებრების სინთეზს და იკვლევს მის თვისებებს, რადგან შიფის ფუძეები გამოიყენება როგორც კატალიზატორები, პიგმენტები და საღებრები, ორგანული სინთეზის შუალედური პროდუქტები, პოლიმერების სტაბილიზატორები და კოროზიის ინჰიბიტორები. ასევე აწარმოებს კვლევებს მეტალო კომპლექსების მიმართულებით, რადგან გამოვლენილია აზომეთინური ნაერთების ორგანულ ნაერთებთან შედარებით მეტი ბიოლოგიური აქტივობა. ჯგუფი ასევე მუშაობს ახალი ტეტრარტკის აზო საღებრების სინთეზზე და სწავლობს მათ თვისებებს, რადგან სინთეზური საღებრების ქიმია მოიცავს ათეულამდე კლასის საღებრებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქიმიური, ფიზიკური და ტექნიკური თვისებებით ხასიათდებიან აზო საღებრები
- ჩემი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა კი ორი მიმართულებით გაგრძელდება, კერძოდ: 1. ახალი მაკროციკლური აზომეთინური საღებრების სინთეზი და მათი თვისებების შესწავლა, რადგან შიფის ფუძეები გამოიყენება როგორც კატალიზატორები, პიგმენტები და საღებრები, ორგანული სინთეზის შუალედური პროდუქტები, პოლიმერების სტაბილიზატორები და კოროზიის ინჰიბიტორები. მიმდინარეობს კვლევები მეტალო კომპლექსების მიმართულებით და გამოვლენილია აზომეთინური ნაერთების ორგანულ ნაერთებთან შედარებით მეტი ბიოლოგიური აქტივობა. წარმოებაში, მეცნიერების ბარგებში და დიაგნოსტიკაში აზომეთინური ნაერთები გამოიყენება როგორც ლუმინოფორული თვისებების მქონე საღებრები და პიგმენტები. აზომეთინებს იყენებენ ლიგანდებად კომპლექსნაერთების სინთეზში, რომლის დროსაც მიღებული კომპლექსები ხასიათდებიან მდიდარი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით. ისინი გამოიყენება ასევე რეზინის წარმოებაში, თხევად კრისტალებში, ანალიზური და სამედიცინო დანიშნულებით და სხვა. 2. ახალი ტეტრარტკის აზო საღებრების სინთეზი და მათი თვისებების შესწავლა, რადგან სინთეზური საღებრების ქიმია მოიცავს ათეულამდე კლასის საღებრებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქიმიური, ფიზიკური და ტექნიკური თვისებებით ხასიათდებიან აზო საღებრები. საღებრების წლიური წარმოება 1 მილიონ ტონას აღწევს, რომელთა 70 % აზოსაღებრები წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ორგანული ქიმიის ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და დღეისათვის მიღებულია სინთეზური საღებრების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაინც პრობლემად რჩება ღრმა ფერის საღებრების სინთეზი. შექმნილი საღებრების ასორტიმენტში 70 %-ზე მეტი ძირითადად მოდის ყვითლიდან ლურჯამდე ფერის მატარებელ მოლეკულებზე. როგორც ცნობილია, მოლეკულის ფერი განპირობებულია შეუღლებული ორმაგი ბმების რაოდენობაზე (ქრომოფორი) და მაპოლარიზებელ ჩამნაცვლებელზე (აუქსოპრომები). აქედან გამომდინარე, ღრმა ფერის საღებრები ხასიათდებიან შედარებით რთული სტრუქტურული ანსამბლებით, ამიტომ ლურჯი და მწვანე ფერი ძირითადად დამახასიათებელი ფთალოციანური საღებრებისთვის, მაგრამ მიღების სირთულე ზღუდავს მათ ფართოდ გავრცელებას. სინთეზური საღებრების მიღების მარტივი და იაფი მეთოდებით გამოირჩევიან აზოსაღებრები, თუმცა ღრმა ფერის მისაღებად მოლეკულაში ერთი აზო ქრომოფორის არსებობა არ არის საკმარისი. ამიტომ საჭირო ხდება მოლეკულაში ორი და მეტი აზო ჯგუფის შეყვანა, რაც აზოშეუღლების რეაქციის პირობებიდან გამომდინარე არც თუ ხშირად არის შესაძლებელი. ბის აზოსაღებრების სინთეზი ერთ საფეხურად შესაძლებელია ბენზიდინიდან, თუმცა ამ უკანასკნელის მაღალი ტოქსიკური თვისებების გამო ამოღებულია ხმარებიდან და მხოლოდ ძალიან სპევიფიკური წარმოებულების სახით გამოიყენებიან. მეორე გზა პოლიაზოსაღებრების მისაღებად წარმოადგენს აზოშეუღლების რეაქციაში ისეთი აზოპარტნიორების გამოყენება, რომელთაც შესწევთ უნარი შევიდნენ განმეორებით აზოშეუღლებაში. ასთი სტრუქტურული აღნაგობის ნაერთების რაოდენობა ასევე შეზღუდულია, ვინაოდან არომატული ბირთვების რაოდენობის ზრდა ამცირებს არომატული ნაერთების რეაქციის უნარიანობას დიაზონიუმის კათიონის სუსტ ელექტროფილთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ნაფტალინისა და სხვა პოლიარომატული ნაერთების გამოყენების შემთხვევაში საჭირო ხდება აზოშეუღლების რეაქციის მრავალჯერადად ჩატარება, რაც თავის მხრივ ამცირებს ნაერთის გამოსავლიანობას და ზრდის მის თვითღირებულებას. აქედან გამომდინარე, ისეთი აზოპარტნიორების მოძიება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ერთ საეხურზე პოლიაზოსაღებრების სინთეზი, უაღრესად აქტუალურია კვლავაც. ჩვენს მიერ შესწავლილია ერთ სტადიად აზოშეუღლების რეაქცია და სინთეზირებულია ახალი ტეტრარკის აზო საღებარი, შესწავლილია მათი სპექტრული თვისებები და ღებვის უნარიანობა. თუმცა ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება და ახალი ტეტრარკის აზო საღებრების სინთეზის უაღრესად მნიშვნელოვანია.