ასოცირებული პროფესორი
გიორგი დურგლიშვილი

1964 წ დავიბადე თბილისში; 1980 წ დავამთავრე თბილისის 102-ე საშუალო სკოლა; 1985 წ - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით "„ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნიკა და კომპლექსური მექანიზაცია“; 1985 წ. განაწილებით მუშაობა დავიწყე "ჩრდილო კავკასიის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილებაში"; 1991 წ (01,08-31,10) ვმუშაობდი სირიის არაბთა რესპუბლიკაში რუმელანის ნავთობის ინსტიტუტი "ზედამხედველობა საბადოების დამუშავებაზე"; 1992 წ. ქ. გროზნოში მილლიონშიკოვის სახელობის ნავთობის ინსტიტუტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ნაპრალოვან-კავერნული ტიპის კოლექტორებით წარმოდგენილი ნავთობის საბადოს პროექტირებისათვის ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშების გაუმჯობესებული მეთოდიკა".

ვარ ერთი გამოგონების თანაავტორი „გაზნავთობიანი საბადოს გაზლიფტური ექსპლუატაციის ხერხი“ პ–2607, დანერგილი იქნა საქნავთობში 1999 წ.

ვარ სასარგებლო მოდელის ავტორი - "ჭაბურღილიდან მილგარე გაზის ამოსაღები მოწყობილობა“ უ–620 1998 წ.

ვარ ორი დეპონირებული ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ერთი "ჭაბურღილის ხელოვნური გაწყლიანება, ფენზე რეპრესიის შექმნა და დინამიკური დონის შენარჩუნება" დანერგილი იქნა ნორიოს და საცხენისის მცირედებიტიან ჭაბურღილებში. ხოლო მეორე " ნაპრალოვან-ფოროვანი კოლექტორებით წარმოდგენილი ნავთობის საბადოებისთვის სითხის ფორსირებული მოპოვების დებიტის დადგენა" 2012 წ.

ვარ უკრაინის ნავთობისა და გაზის აკადემიის წევრი 2005 წ.

სამეცნიერო ინტერესები
  • პროდუქტიული ფენიდან ნავთობის მოპოვების გაზრდა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით
  • ჰორიზონტალურ ლულაში წნევის განაწილების ეპიურა და მისი გავლენა ბუნებრივი ნახშირწყალბადების გამომუშავებაზე
  • ძველი ნავთობის საბადოებიდან ნარჩენი ნავთობის მოპოვება