ასოცირებული პროფესორი

დავიბადე ქ. თბილისში 1961 წელს. დავამთავრე 53-ე საშ. სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1973წ.) ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე კერამიკისა და ცეცხლმედეგი მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. 1983 წელს დავამთავრე ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგიის კვალიფიკაციით. 1983-1985 წწ. ვმუშაობდი საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტში, საშენი მასალების განყოფილებაში უმცრ. მეც. თანამშრომლად. ამავე დროს დავიცავი დისერტაცია პროფ. ი.გორლოვის ხელმძღვანელობით. კვლევები ტარდებოდა როგორც საართველოს საშენი მასალებისა და ნაკეთობების ინსტიტუტში, ასევე მოსკოვის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტში (МИСИ), სადაც მივიღე დიდი გამოცდილება. 1993 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტმკ-ის ხარისხის წოდება. 1994 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული მაქვს მონაწილეობა კონკურსებში ასოც. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. ვეწევი სასწავლო-მეთოდურ მუშაობას. გაკეთებული მაქვს სახელმძღვანელოები, მომზადებული მაქვს ვიდეო-ლაბორატორიული სამუშაოები საშენ მასალებში, სილაბუსები - საშენ მასალები და ნაკეთობები და მოსაპირკეთებელი და თბოსაიზოლაციო მასალებში; ვხელმძღვანელობ საკვალიფიკაციო ნაშრომებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, ვაქვეყნებ სტატიებს. დაკავებული ვიყავი პრაქტიკული საქმიანობითაც. (ბეტონის ქარხანაში წარმოებული ხარისხის კონტროლი).

ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს თავისუფლად.

მიღებული მაქვს მონაწილეობა კონფერენციებში, გავლილი მაქვს ტრენინგები და აღებული მაქვს სერტიფიკატები.

სამეცნიერო ინტერესები
  • მშენებლობა, ახალი სამშენებლო მასალები, ქიმია, ახალი სამეცნიერო მიღწევები საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით