დავიბადე ხარაგაულის რაიონში. დავამთავრე ქალაქ ზესტაფონის 2 საშუალო სკოლა. ჩავაბარე ქსუ-ის, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ფიზიკოსის, ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1991-1996 წ.წ.
1998 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მშენებლობის კომპიუტერული სისტემების კათერაზე ინჟინერ-პროგრამისტის თანამდებობაზე, დეკანატში, დეკანატის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2008 წელს ჩავაბარე სამშენებლო ფაკულტეტის, დოქტორანტურაში პროგრამაზე "მშენებლობა". დავიცავი დისერტაცია თემაზე „სამშენებლო კონსტრუქციებში ბზარების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა“ და მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში. 2009-2012წ.წ.
2008 წლიდან დღემდე ვმუშაობ მშენებლობის კომიუტერული დაპროექტების დეპარტამენტში ასისტენ-პროფესორის თანამდებობაზე.
2006 წლიდან ვარ ჟურნალ "მშენებლობა"-ს პასუხისმგებელი მდივანი.
სტუ-ს ქალთა საბჭოს წევრი.
მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებში.
- . თანამედროევე ტექნოლოგიების განვითარება, დაპროგრამების სხვადასხვა ენების შესწავლა. ბზარის ჩასახვის, განვითარების და გავრცელების მიმართულების პროგნოზირება და ბზარიანი კონსტრუქციების ხანგამძლეობის გაზრდის გზების ძიება. 2. ბზარიანი კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის და რღვევის მექანიზმის ანალიზი რღვევის პროცედურის დროს მიმდინარე ეფექტების, ბზარების ჩასახვის და გავრცელების კინეტიკის გათვალისიწნებით.