თემურ ბუტულაშვილი

თემურ ბუტულაშვილი


დავიბადე 1948 წელს ქ. თბილისში. 1966 წელს მოვეწყვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, სპეციალობით წიაღისეული საბადოების გეოლოგია და დაზვერვა, რომელიც დავამთავრე 1971 წელს და მომენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1972 – 1978 წწ.-ში ვმუშაობდი კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ჯერ ტექნიკ-გეოლოგად გეოქიმიის სექტორში, ხოლო შემდეგ ინჟინრად მადნეული საბადოების სექტორში. 1979 წლიდან სასწავლებლად გადავედი მოსკოვში (ИГЕМ АНССР) საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც დავამთავრე 1984 წელს და 1986 წელს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად იმავე ინსტიტუტში დავიცავი დისერტაცია. 1986 – 2003 წწ.-ში მუშაობა განვაგრძე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში პროგნოზული რესურსების და კეთილშობილი ლითონების სექტორის გამგედ, ხოლო შემდგომში ფერადი ლითონების სექტორში წამყვანი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 2003 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დოცენტის, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის, ხოლო 2017 წლიდან პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. 2018 წლიდან ვარ სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული მაქვს 30 სამეცნიერო შრომა, მათ შორის რეიტინგულ ჟურნალებში და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კოფერენციებზე. ვკითხულობ სალექციო კურსებს სხვადასხვა საგანში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ჩემი ჰობია ისტორია (განსაკუთრებით საქართველოსთან კავშირში) და სპორტი (ქართულთან კავშირში).

მყავს მეუღლე და ორი შვილი.





სამეცნიერო ინტერესები
  • გეოლოგიის განვითარების პრობლემები
  • მინერალური რესურსების ათვისების პერსპექტივები
  • გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის აქტუალური საკითხები
  • მადნეული საბადოების და მათი ველების სტრუქტურების კვლევა, მინერალოგია, ძვირფასი ქვების და კეთილშობილი მეტალების კვლევის აქტუალური საკითხები, ასევე პეტროგრაფიული საკითხების შესწავლა და ანალიზი საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით