დენიტა ბიბილეიშვილი

დენიტა ბიბილეიშვილი ვარ ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი) 1984 წლიდან დიპლომი ХМ №012678. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი. 2008-2021 წლებში ვიყავი სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, დოქტორანტურის დეპარტამენტის უფროსი. 2019 წელს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 2012 წლიდან საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი; სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალ „ქიმიის უწყებანი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2011 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ხოლი 2019 წლიდან ნამდვილი წევრი; 2019-2021წწ სტუ–ის საუნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოს წევრი. 2012-2021 წ სტუ–ის საარჩევნო კომისიის წევრი; 2014 წლიდან სტუ-ის საბაკალავრო პროგრამა „ქიმიის“ ხელმძღვანელი. შემდეგი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სილაბუსების ავტორი:

  1. თეორიული ფიზიკური ქიმია 1. (ბაკალავრიატი)
  2. თეორიული ფიზიკური ქიმია 2. (ბაკალავრიატი)
  3. ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმია 1. (ბაკალავრიატი)
  4. ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმია 2. (ბაკალავრიატი)
  5. საწარმოო პრაქტიკა (ბაკალავრიატი)
  6. საბაკალავრო ნაშრომი (ბაკალავრიატი)
  7. ექსპერიმენტული ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდები (მაგისტრატურა)
  8. ფიზიკური ქიმიის თეორიული ასპექტები (დოქტორანტურა)

2021 წლიდან სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი. ვარ 99 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფია, 13 სახელმძღვანელო, 4 საავტორო მოწმობა. ჩემი ხელმძღვანელობით/თანახელმძღვანელობით დაცულია 3 სამაგისტრო, 2 სადოქტორო ნაშრომი. მიღებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ჯილდო - საპატიო დიპლომი უნივერსიტეტში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევის ინტერესს შეადგენს ქიმია, ფიზიკური ქიმია, მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია