დავიბადე 1952 წლის 16 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში. მამა სიმონ ბუცხრიკიძე (1927-2010) პროფესიით აგრონომი. დედა ელენე პატიაშვილი (1927-2013), პროფესიით კვების მრეწველობის ტექნოლოგი.
დავამთავრე ქ. კასპის № 1 საშუალო სკოლა წარჩინებით
1969 წელს. ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1970–75 წლებში, რომელიც დავამთავრე წარჩინებით. იმავე წელს დავიწყე მუშაობა სპი-ს მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად. საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი 1985 წელს. იმავე წლიდან ვმუშაობდი ასისტენტის და დოცენტის თანამდებობაზე. მუშაობას ვაგრძელებ № 502 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
- ზესალი, ძნელადდასამუშავებელი, კომპოზიციური მასალების ალმასური პრეციზიული დამუშავების მეთოდების, ტექნოლოგიისა და დანადგარების შემუშავება