ასოცირებული პროფესორი

დავიბადე 1962 წლის 21 ოქტომბერს. დავამთავრე ქ. თბილისის 58-ე საშ. სკოლა. 1979-1984 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტზე. მივიღე ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, №ЛВ 055149. 2003 წლის 28 მაისს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "სუფოზიური პროცესები ქ. თბილისის თაბაშირშემცველ კენჭნარებში" - მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი № 003745. 1984 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "გრუნტების მექანიკისა და ფუძე- საძირკვლების" მიმართულების პროფესორი, აკადემიური დოქტორი; 2003-2008 წლებში სამშენებლო კომპანია "იმკ-91" მშენებელ-ინჟინერი. 2018 წლიდან შპს "რეალექსპერტი"-ს ექსპერტი გეოლოგიის დარგში. 2019 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ვარ 34 სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს და 2 მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი. აღებული მაქვს საავტორო გამოგონების პატენტი - „ჰორიზონტალური საყრდენი კედელი“. მიღებული მაქვს მონაწილეობა ღია და რესპუბლიკურ კონფერენციებზე, სტუდენტურ კონფერენციებზე და სხვა.

ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებს და საკვალიფიკაციო ნაშრომებს მშენებლობის დარგში.


ტექნიკური საქმიანობის გარდა მაქვს გატაცება - მთარგმნელობითი და ლიტერატურული მოღვაწეობა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევითი ინტერესების ძირითად სფეროს წარმოადგენს ფუძე-გრუნტები, მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევის თანამედროვე მეთოდები, ძირითადად გრუნტის წყლების მავნე ზეგავლენა გრუნტების მექანიკურ მახასიათებლებზე და მათგან დაცვის ღონისძიებანი.
  • შენობა ნაგებობებში არსებული დეფორმაციების მიზეზების დადგენა დიაგნოსტიკა და აღმოფხვრის რეალური და ეკონომიურად ხელმისაწვდომი ღონისძიებანი.
  • მშენებლობისათვის განკუთვნილი მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების შედგენა და ექსპერტიზა
  • აღებული მაქვს 1 პატენტი - „ჰორიზონტალური საყრდენი კედელი“.