დავით გორგიძე
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1969 წ.-დან ასისტენტის, უფროს მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობაზე. 2000-2004 წლებში გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მეცნიერების დარგში. 2013 წლიდან დღემდე ა.გორგიძის სახ. მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „მშენებლობა“ ხელმძღვანელი.
გამოქვეყნებული აქვს ცამეტი მონოგრაფია. მისი ნაშრომები განხილულია მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკის და მასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, სითხისა და მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში მათემატიკური მოდელირება; არაერთგვაროვანი ტრანსვერსალური იზოტროპიული სხეულებისათვის თერმოელექტროდრეკადობის თეორიის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები; დრეკადობის თეორიის დინამიკური ამოცანები იმავე მასალებისათვის; სისხლის რეოლოგია, კერძოდ, კაპილარებში სისხლის მოძრაობის მათემატიკური მოდელირება; მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები.
ზოგიერთი პროექტი, რომლის შესრულებშიც ღებულობდა მონაწილეობას:
1. მატარებლის ვაგონის ბორბლების წყვილში ბორბლის სალტის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის მათემატიკური მოდელის შექმნის მნიშვნელოვანი და აქტუალური ამოცანა. ამ პრობლემაზე ბევრს და ინტენსიურად მუშაობდნენ როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისე საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში;
2. ზემაღალი წნევის მქონე წნეხის ტეხის დეტალების გათვლა სიმტკიცეზე და ოპტიმალური ზომების დადგენა;
3. ბაგრატიონები; ტექნიკური და კულტურული მემკვიდრეობა;
4. მათემატიკური მეცნიერებების განვითარება საქართველოში;
5. ქართული ინჟინერიის ოქროს წიგნი (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
- მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკის და მასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, სითხისა და მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში მათემატიკური მოდელირება; სისხლის რეოლოგია: კაპილარებში სისხლის მოძრაობის მათემატიკური მოდელირება; მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის საკითხები.