გამოქვეყნებული მაქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. პუბლიკაციებში ძირითადად განხილულია საინჟინრო მექანიკისა და მათემატიკური ფიზიკის გარკვეული ტიპის ამოცანების რიცხვითი ამოხსნის მეთოდები.
ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
სამეცნიერო მუშაობასთან ერთად წლების განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. გამოქვეყნებული მაქვს რამოდენიმე სახელმძღვანელო უმაღლეს მათემატიკაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე სხვადასხვა საგრანტო პროექტში. ვარ ერთი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი და რამდენიმე სადოქტორო ნაშრომის რეცენზენტი.
- გამოთვლითი მათემატიკა
- კომპიუტერული ტექნოლოგიები