მე, ნინო გომართელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი 1987 წლიდან. ჩემი კვლევის სფეროა ინგლისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ისტორიის საკითხები, გამოცემული მაქვს: დასავლეთ ევროპოს შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის სახელმძღვანელოები, ლექციების კურსი მსოფლიო ცივილიზაციები, ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა და რელიგია და ქართული ემიგრაცია ევროპაში. ჩემს მიერ გამოცემული იქნა დამხმარე სახელმძღვანელოები: ჰუმანისტები და რეფორმატორები, მსოფლიო ხელოვნების შედევრები, ინგლისის სამეფო კარის კულუარული ინტრიგები, საფრანგეთის სამეფო კარის კულუარული ინტრიგები, ინგლისის მონარქთა გალერია. ამჟმად მზადდება გამოსაცემად სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ევროპული რეგიონალიზმის ძირითადი პარადიგმები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს შემდეგ დისციპლინებში, ბაკალავრიატი: ევროპის ისტორია, ევროკავშირის რეგიონული ინტეგრაცია, ევროპული ემიგრაცია, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია. მაგისტრატურა: ევროინტეგრაციის თეორია და მეთოდოლოგია, გლობალიზაცია და ახალი მსოფლიო წესრიგი, ევროინტეგრაციის პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა და სხვ. ვარ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის "ევროპისმცოდნეობა" ხელმძღვანელი.
- ევროპული ინტეგრაციის პარადიგმები
- გლობალიზაცია და ახალი მსოფლიო წესრიგი
- ევროკავშირის დიპლომატია და პრაქტიკა