ნანა ნოზაძე- საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს 1986 წლიდან ლაბორანტის, უფროსი მასწალებლის, ასისტენტ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ამჟამად საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორია. 2007 წლიდან იყო მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის გამგის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე საინჟინრო გრაფიკის სწავლების ახალი მეთოდიკა და მისი დანერგვის გზები. არის მრავალი სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. 2019 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი პირველი ვადით, 2022 წლიდან საიჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2024 წლიდან საიჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2024 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მეორე ვადით.
- პროფესორ - ნანა ნოზაძის ინტერესების სფეროს წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები და მათი სასწავლო პროცესში დანერგვა, ამ მიმართულებით აქვს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები და მეთოდიკური მითითებები AutoCAD-ის უახლეს ვერსიებში. ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტები სპეციალობების მიხედვით შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებსაც ისეთებს როგორიცაა: Autodesk AutoCAD-ს, Autodesk AutoCAD Mechanical, Autodesk Civil 3d, Inventor და ა.შ. მისი მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს სრულფასოვნად აითვისონ სპეციალობის შესაბამისი კომპიუტერული საინჟინრო პროგრამები.