დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1974 წლიდან ვმუშაობ სპი-ში(ამჟამად სტუ). 1976-1979წწ. ვიყავი მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი. ვარ ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ვმუშაოდდი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 2012 წლიდან ვარ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. მაქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლის სტაჟი. .

ვარ:

  1.  საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
  2.  სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი;
  3. ყოველკვარტალური რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ბიზნეს–ინჟინერინგი“ – ელ. ვერსიის ტექნიკური რედაქტორი;
  4. საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „სოციალური ეკონომიკა – XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები“ –  ელ. ვერსიის რედაქტორი;
  5.  ყოველთვიური საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
  6. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკა და ფინანსები“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
  7.  2014–2019წწ. სტუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი.
სამეცნიერო ინტერესები
  • საბანკო ინჟინერინგი. საბანკო ბიზნეს-პროცესების კვლევა და მოდელირება. საფინანსო-საბანკო დაწესებულებებში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები.