მე ანზორ აბშილავა დავიბადე 1950 წლის 5 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ღრმაღელეში. დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ) სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეცილობით. მინიჭებული კვალიფიკაცია– სამთო ინჟინერ გამამდიდრებელი. 1987 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ 1976 წლიდან. 2006 წლიდან ვარ დღემდე ფაკულტეტის დეკანი და სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. მეცნიერული მიმართულება – მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიები, მათ შორის მანგანუმის, ფერადი, შავი, იშვიათი ლითონების მადნების და ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგია. ვეწევი როგორც სამეცნიერო, ასევე საექსპერტო საქმიანობას.

სამეცნიერო ინტერესები
  • ფერადი და შავი ლითონების და ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგია
  • საწარმოო პროცესების უსაფრთხოების საკითხები წიაღისეულის გადამუშავების პროცესებში.