საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ქ. მოსკოვში რუსეთის აკადემიის ვ.ი. ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის  ასპირატურაში, სადაც დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (შემდგომ ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი). ქ. თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია (11.00.11. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება) და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და შემდგომ პროფესორის წოდება, დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი. მიმყავს სალექციო კურსი ეკოლოგიაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა (საქართველოშიც და საზღვარგარეთ გარემოს დაცვის მიმართულებით) კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მოწვეულ მოხსენებებში.

გარემოს დაცვის მიმრთულებით საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მაქვს 265 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია და დამხმარე საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები. ვარ დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ხელმძღვანელი. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამის „ეკოლოგია მეტალურგიაში“ ხელმძღვანელი.  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მოდულის „ეკოლოგია მეტალურგიაში“ ხელმძღვანელი.  

მიღებული მაქვს 33 საპატიო სიგელი გამოგონებაზე. ვარ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი (გარემოს დაცვის მიმართულებით).

ვარ საქართველოს ეკოლოგიურ და რუსეთის საბუნებისმეტყველოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ქალთა საკონსულტაციო საბჭოს საპატიო წევრი. ვარ საქართველოში და საზღვარგარეთ 12 სერტიფიკატის მფლობელი, საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი. სამეცნიერო კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილე სტუდენტების ხელმძღვანელი. შეყვანილი ვარ წიგნში „100 ქართველი ქალი და პროფესიაში გამორჩეული“. ვარ პირველი დოქტორი და პროფესორი საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში, შეყვენილი ვარ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის მთავარ საგანმანათლებლო  საბჭოს მიერ გამოცემულ წიგნში „საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006 წწ.“


სამეცნიერო ინტერესები
  • გარემოს დაცვა
  • ეკოლოგია
  • ეკოლოგიური ექსპერტიზა