ზურაბ საბაშვილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 1986 წლიდან. ჩემი კვლევები ეხებოდა შავი და ფერადი ლითონების ეკოლოგიურად სუფთა პლაზმური ჭრის ტექნოლოგიების შემუშავებას. დღეს ჩემს სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს არაწონასწონური (ცივი) პლაზმის ტექნოლოგიების გამოყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატში, მიმყავს შემდეგი კურსები:

  • შედუღების პროცესების თეორია
  • მასალების პლაზმური ჭრა და განმტკიცება
  • არალითონური მასალების შედუღება
  • წინაღობით შედუღება

მაგისტრატურაში:

  • ფიზიკურ-ქიმიური პროცესები შედუღებაში
  • წნევით შედუღება



სამეცნიერო ინტერესები
  • პლაზმური ტექნოლოგიები