ასოცირებული პროფესორი

მე, მედეა ონიანი, დავიბადე 1954 წლის 28 აგვისტოს ქ. თბილისში.

1971 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლა.

1977 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო სამუშაოების ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის სპეციალობა და მომენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1977 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

1989 წლიდან 1999 წლამდე შეთავსებით ვმუშაობდი გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად.

2006 წლის 24 ნოემბერს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით სამთო წარმოების ფიზიკური პროცესები და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2007 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

მეცნიერული მიმართულება - მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა.

სამეცნიერო ინტერესები
  • ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი და მართვა