ვარ არქიტექტორი, პროფესორი, არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. 1998 წლიდან ვარ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი.
პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლების პერიოდში, როცა მე-4 კურსის სტუდენტმა, სწავლების პარალელურად დავიწყე მუშაობა მ/დარგოვან კომერციულ ფირმა "ნინასი"-ში არქიტექტორად (1991-1993 წ.წ.). მას მერე ვმუშაობ პროფესიით. ვარ არაერთი არქიტექტურული ობიექტის და ინტერიერის ავტორი და/ან თანაავტორი. 1998 წელს მოვიპოვე I პრემია, როგორც საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა კავშირის ემბლემის ავტორმა. 2009 წელს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, გადმომეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯილდო, სპეციალური სიგელი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მოწყობის პროექტის შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის; 2011 წელს მომენიჭა რეგისტრირებული არქიტექტორის წოდება და დამოუკიდებელი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელების უფლება; 2014 წელს ვმონაწილეობდი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის: "კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" მიერ ორგანიზებულ გამოფენასა და ფორუმში "საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში". ვარ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, და ასევე, არქიტექტურის დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი. 2021 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირში დავაფუძნე UIA-ს კომიტეტის "საერთაშორისო ქალები არქიტექტურაში" საქართველოს სექცია და მის ფარგლებში ორგანიზება გავუკეთე ქალ არქიტექტორთა შემოქმედებითი პროექტების მასშტაბურ გამოფენას.
1993 წლიდან დღემდე ვეწევი პედაგოგიურ და სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.1999 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე "ქართული გუმბათოვანი ტაძრების აკუსტიკური თვისებები" და მომენიჭა არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2002 წელს, როგორც ახალგაზრდა მეცნიერს, პრეზიდენტის განკარგულებით დამენიშნა საპრეზიდენტო სტიპენდია.
- არქიტექტურა
- არქიტექტურული გარემოს დიზაინი (ინტერიერი, ექსტერიერი)
- არქიტექტურის ისტორია და თეორია
- არქიტექტურული კოლორისტიკა
- არქიტექტურული აკუსტიკა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები