მე ავთანდილ გიგინეიშვილი დავიბადე 1960 წლის 11 მაისს ქ.ტყვარჩელში. 1983 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეციალობით. მინიჭებული კვალიფიკაცია - სამთო ინჟინერ გამამდიდრებელი, 1988 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის ასპირანტურა. 1989 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ 1985 წლიდან და ამჟამად ვარ სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. მეცნიერული მიმართულება - მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიები, მათ შორის მანგანუმის, ფერადი, შავი, იშვიათი ლითონების მადნების და ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგია. ვეწევი როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო საქმიანობას.
- კეთილშობილი, ფერადი და შავი ლითონების და ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგია. გამამდიდრებელი მანქანა-დანადგარების კონსტრუქტირება და ბუნებრივი რესურსების უნარჩენო გადამუშავების ტექნოლოგია.