1974 წლიდან ვმუშაობ ჯერ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობებზე, შემდეგ 1990 წლიდან დღემდე კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად.

ვკითხულობ ლექციებს საგნებში: ბოჭკოვან–ოპტიკური სისტემების მოდელირება, ციფრული ტექნიკის კვანძები და მოწყობილობები, საელეკომუნიკაციო სისტემის ელექტრული და ოპტიკური კომპონენტები, ტელეკომუნიკაციის ხაზები და ოპტიკური სატრანსპორტო ქსელები.

შემიძლია წავიკითხო ლექციებს საგნებში: მრავალარხიანი ტელეკომუნიკაციის საფუძვლები, ტელეკომუნიკაციის თეორია, ოპტიკურ–ბოჭკოვანი სისტემები და სინქრონიზება ტელეკომუნიკაციის ოპტიკურ–ბოჭკოვან სისტემებში.

კარგად ვფლობ კომპიუტერულ პროგრამას LabVIEW-ს. შემიძლია ტელეკომუნიკაციაში მიმდინარე პროცესების მოდელირება ვირტუალური ხელსაწყოს სახით.

LabVIEW პროგრამის ბაზაზე მაქვს შექმნილი 40–მდე ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები საგნებში:ბოჭკოვან–ოპტიკური სისტემების მოდელირება, ციფრული ტექნიკის კვანძები და მოწყობილობები, საელეკომუნიკაციო სისტემის ელექტრული და ოპტიკური კომპონენტები და ტელეკომუნიკაციის ხაზები.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინფორმაციის კოდირების და კომპაქტურად წარმოდგენის საკითხები და მათი მოდელირების საშუალებები
  • სხივების გავლისას ოპტიკურ ბოჭკოში მიმდინარე პროცესების ანალიზი