ხათუნა ხატიური
დავიბადე 1971წელს ქ. ხაშურში. 1988 წელს დავამთავრე სამშენებლო ტექნიკუმი სპეციალობით "მხაზველი-კონსტრუქტორი". 1990 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე სპეციალობით "წყალმომარაგება, წყალარინება, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა", რომელიც წარმატებით დავამთავრე 1995 წელს.. 1997 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ჩავაბარე ასპირანტურაში, 2006 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "წყალმომარაგების სისტემების სატუმბო სადგურების საიმედოობის შეფასება და ტექნოლოგიური სისტემის შემუშავება". 2007 წლიდან დღემდე ვკითხულობ ლექციებს ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი დეპარტამენტში.აქტიურად ვარ ჩართული დეპარტამენტის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც რესპუბლიკურ, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში, გამოქვეყნებული მაქვს ორი სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება, ასევე გამოქვეყნებული მაქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი. სწავლების სხვადასსხვა დროს ვიყავი როგორც საკვალიფიკაციო საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი.
სხვადასხვა წლებში გავლილი მაქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ამაღლების (ტრეინინგები) კურსი.
2010 წელს ვმონაწილეობდი კვლევით სამუშაოებში ბინების, საოფისე სათავსების, აგარაკების, მცირე საწარმოო ობიექტების მარალხარისხოვანი და ბაქტერიოციდულად ჯანმრთელი სასმელი წყლით მომარაგებისთვის, რისთვისაც აღებული გვაქვს საქპატენტი (დანადგარს დავართქვით "ცვარი").
ამავე დროს მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების დაპროექტება-რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოებში.
- წყლის მიწოდების და განაწილების სისტემების საიმედოობის საკითხები