მაია ყიფიანი -სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი. აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში. 2012 წლიდან დღემდე სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი., მისი ორგანიზებით 2023 წელს მეშვიდედ ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,მსოფლიო და გენდერი". არის მრავალი სასწავლო ღონისძიების ავტორი: სტუდენტური კონფერენციები, ვორქშოფები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები.მონაწილებს მრავალ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში.2018 წელს იმყოფებოდა საერთშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე აშშ-ში სან-ფარნცისკოს უნივერსიტეტში, მოხსენების თემები: ,, ქალი პოლიტიკაში“, და ,,გენდერული ასპექტი განათლებაში“. ინტერესის სფერო - საერთაშორისო პოლიტიკა, ეთნოკონფლიქტი, საქართველო საერთაშორისო სისტემაში, ქალის ფენომენი.

სამეცნიერო ინტერესები
  • პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში
  • პოლიტიკური ფსიქოლოგია
  • პოლიტოლოგია
  • თანამედროვე აზროვნების პრინციპები