მე, მერაბ გოცაძე, დავიბადე 1949 წლის 28 სექტემბერს ქ.ჭიათურაში. 1966 წელს მედალზე დავამთავრე საშუალო სკოლა, ხოლო 1971 წელს სპი სპეციალობით ატკრტ. ვარ ამ სპეციალობის პირველი კურს დამთავრებული საქართველოში. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე ასისტენტად რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკის და კავშირგაბმულობის კათედრაზე. 20-წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი აღნიშნულ კათედრას. ვიყავი სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს რკინიგზის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წლებში გავიარე სამეცნიერო სტაჟირება ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ჟილინას ტრანსპორტის უმაღლეს სკოლაში. 1980-1985 წლებში გავიარე ქ. მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კვალიფიკაციიოს ამაღლების კურსები.1978-1983 წლებში ვსწავლობდი ქ.მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც წარმატებით დავიცავი დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად. ჩემი გამოგონებები ესპონირებული იყო ინდოეთში(ქ.დელი), ესპანეთში(ქ.ბარსელონა), რუსეთში(ქ.მოსკოვი), ბულგარეთში(ქ.პლოვდივი). ვარ ორი სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ვარ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში. 2014 წელს ვკითხულობდი ლექციებს ქ.ჩენდუს სამხრეთ ჩინეთის ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში. მიღებული მაქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობა. მყავს მეუღლე, სამი შვილი, რვა შვილიშვილი და ერთი შვილიშვილის შვილი.

სამეცნიერო ინტერესები
  • დისკრეტული მოწყობილობების ანალიზისა და სინთეზის საკითხების კვლევა
  • რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ავტომატიკისა და ტელემექანიკის სისტემის დამუშავება.,
  • ახალი საელემენტო ბაზის გამოყენება მატარებელთა მოძრაობის ინტერვალური რეგულირების სისტემაში