დავიბადე 1968 წლის 9 დეკემბერს ქ.ლენინგრადში (სანქტპეტერბურგი), 1990 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის მეცნიერულ-ტექნიკური თარგმანის განყოფილება სპეციალობით -ინგლისური ენის სამეცნიერო ლიტერატურის მთარგმნელი, ხოლო 1991 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული კურსი სპეციალობით ელექტრონული სამედიცინო აპარატურა და მომენიჭა ინჟინერ ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 2011 წელს დავამთავრე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU), ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მომენიჭა მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2016 წელს დავასრულე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო კურსი სპეციალობით "ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემები" და მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1992 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი და მთელი ამ წლების განმავლობაში ვეწეოდი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვიყავი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ პროფესორი. 2025 წლიდან ვარ ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
დაშემიძლია განვაცხადო, სწავლება სწორედ ის საქმიანობაა რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს და სტიმულს მაძლევს წინსვლისათვის.
- ბიოსამედიცინო ინჟინერია
- ტელემედიცინა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები