ასოცირებული პროფესორი


დავიბადე ქ. თბილისში, პედაგოგების ოჯახში. მამა ლექციებს კითხულობდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრაზე. ბავშვობიდან მიყვარდა ფიზიკა და მათემატიკა. დავამთავრე ქ.თბილისის 42 -ე საშუალო მათემატიკური სკოლა. ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მესამე კურსიდან ავირჩიე გეოფიზიკის სპეციალობა. სტუდენტობიდან ვმონაწილეობდი კათედრის სამეცნიერო თემატიკებში და საველე ექსპედიციებში, სადაც ტარდებოდა საინტერესო სმუშაოები როგორც მაგნიტური მეთოდოთ ქანების ასაკის დადგენაში, ასევე ქერქის აგებულების დაზუსტებაში გრავიმეტრიული მეთოდებით.

დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია -გრავიტაციული ველის ტრანსფორმაციის დსაკითხებზე.

ვარ სტუ-ის ასოცირებული პროფესორი.

თავისუფალ დროს მიყვარს ქსოვა, კერვა, მუსიკის მოსმენა, მოგზაურობა. მიყვარს კითხვა.ინტერესით ვკითხულობ როგორც სამეცნიერო ასევა მხატვრულ ლიტერატურას.

მიყვარს ჩემი საქმე და სტუდენტებთან ურთიერთობა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ვმუშაობ დედამიწის გრავიტაციული ველის ტრანსფორმაციასა და მიღებული გრავიტაციული ველებით სიღრმული გეოლოგიური ობიექტების ფორმისა და ადგილმდებარეობის დაზუსტების საკითხებზე
  • ვიკვლევ დაკვირვებული გრავიტაციული ველიდან მეორე და მესამე ხარისხის გამართულებელი ველის მოხსნის საკითხებზე.