დავიბადე ქალაქ თბილისში 1967ქლის 11 მაისს. დავამთავრე ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 1985 -1987 წლებში ვიმსახურე საბჭოთა არმიის რიგებში. 1991წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით თვითმფრინავთმშენებლობა. 1991-1993 წლებში ვმუშაობდი კ. ზავრიევის სახელობის საამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში ლაბორანტად. 1993-2006 წლებში ვმუშაობდი საწარმო გაერთიანება თბილავიამშენის საკონსტრუქტორო განყოფილებაში, სიმტკიცის ბიუროს უფროსად. 2006 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია მანქანათმცოდნეობის განხრით.
2009 წელს ვიმყოფებოდი სამეცნიერო მივლინებით გერმანიის ქალაქ დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2010 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
- მექანიზმებისა და მანქანების თეორია
- ტექნიკური ხაზვა
- თეორიული მექანიკა
- მასალათა გამძლეობა